თეგი: სამხრეთ აფრიკა

სამრეთ აფრიკაში, სტიქიას სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა

სამრეთ აფრიკაში, სტიქიას სულ მცირე 70 ადამიანი ემსხვერპლა.  ამასთან, სამხრეთ აფრიკის ქვეყნებს - მადაგასკარს, მალავისა და მოზამბიკს ტროპიკულმა შტორმმა „ანამ“ გადაუარა. Al Jazeera-ს ცნობით, მადაგასკარში 41, მოზამბიკში 18, მალავიში კი 11 ადამიანი გარდაიცვალა. დაზიანდა ასობით საცხოვრებელი სახლი, მოსახლეობა დროებით თავშესაფრებშია გადაყვანილი.

სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა Moderna-ს იდენტური ვაქცინა შექმნეს

სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა Moderna-ს კოვიდვაქცინის იდენტური პრეპარატი შექმნეს, რითაც იმედოვნებეენ, რომ კონტინენტზე ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზრდება. მკვლევრებს მხარი დაუჭირა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც (WHO). BBC წერს, რომ ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გარღვევა აფრიკის კონტინენტისთვის, რადგან mRNA ვაქცინების დიდი უმრავლესობა მდიდარ ქვეყნებში გაიგზავნა, დაბალი შემოსავლის ქვეყნებს კი მათზე ნაკლები წვდომა ჰქონდათ. Moderna-ს პოზიცია ჯერ არ არის ცნობილი. BBC-ის ცნობით, Moderna-მ ადრე განაცხადა, რომ არ დაუშვებდა ვაქცინის პატენტს, რამაც კეიპტაუნის მეცნიერებს მისცა უფლება, ვაქცინის საკუთარი ვერსია შეექმნათ.

ჩინეთთან და სამხრეთ აფრიკასთან ერთობლივი საზღვაო წვრთნების წინ, რუსული ფრეგატი რიჩარდს-ბეის პორტში შევიდა

სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთთან დაგეგმილი საზღვაო წვრთნების წინ, რუსული ფრეგატი სამხრეთ აფრიკის რიჩარდს-ბეის პორტში შევიდა. იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო. წვრთნები, რომელიც 27 თებერვალს უნდა დაიწყოს, ჩატარდება კვაზულუ-ნატალის პროვინციის სანაპიროსთან, რიჩარდსის ყურესა და დურბანის პორტს შორის, რომელიც ინდოეთის ოკეანეში სამხრეთ აფრიკის საზღვაო ძალების მთავარ ბაზას ემსახურება. სამხრეთ აფრიკის ცნობით, ერთობლივი საზღვაო წვრთნები, სავარაუდოდ, სამხრეთ აფრიკის ეროვნული თავდაცვის ძალების 350-მდე პერსონალს მოიცავს. ადრე სწავლება სამ საზღვაო ფლოტს შორის 2019 წელს გაიმართა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც წვრთნები მოიცავს ადმირალ გორშკოვის ფრეგატს ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტებით, რომლებიც პირველად, 2021 წლის ბოლოს გამოსცადეს.    

სამხრეთი აფრიკა: პუტინის დაკავების ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ. France24 წერს, რომ პრეტორია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი, ბლოკში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. მაგრამ მასპინძელი -  სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს. „სავარაუდოდ, სამიტს ყველა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ICC ორდერის სახით", - განაცხადა პრეზიდენტის კირილ რამაფოსას სპიკერმა, ვინსენტ მაგვენიამ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე. ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.

პუტინის მოსალოდნელი ვიზიტის წინ, სამხრეთ აფრიკას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვება სურს

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა მმართველმა აფრიკის ნაციონალურმა კონგრესმა პარტიამ (ANC) გადაწყვიტა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) დატოვოს. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს. მისივე თანახმად, რამაფოსამ ეს განცხადება ქვეყნის დედაქალაქ პრეტორიაში მყოფ ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ნიინისტო სამხრეთ აფრიკაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება, რაც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სამხრეთ აფრიკაში. რამაფოსამ და ნიინისტომ განაცხადეს, რომ რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის რამდენიმე საკითხი და მათი თანამშრომლობის გზები განიხილეს, რათა კაცობრიობის წინაშე მდგარ ძირითად საკითხებზე, მათ შორის ომებზე, დაავადებებსა და კლიმატის ცვლილების საფრთხეებზე ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ. რამაფოსამ ამავე პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ მის ქვეყანას სურს, ICC-ის მიერ „უსამართლოდ მოპყრობის საკითხი სათანადოდ განიხილებოდეს“. ბევრი აფრიკელი ლიდერი ადრე აცხადებდა, რომ ICC მიკერძოებულია გარკვეული ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით, აფრიკასა და სხვა რეგიონებში. მედია წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ICC-დან გასვლას ცდილობს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 12 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს. France24 წერდა, რომ პრეტორია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი, ბლოკში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. მაგრამ მასპინძელი -  სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს. „სავარაუდოდ, სამიტს ყველა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ICC-ს ორდერის სახით", - აცხადებდა პრეზიდენტის სპიკერი, ვინსენტ მაგვენია. ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.  ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.  

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უარყო, რომ ჰააგის სასამართლოს ტოვებს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისმა უარყო, რომ ქვეყანა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ტოვებს. სააგენტო France Press-ის და გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით, რამაფოსას ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში მისმა ადმინისტრაციამ განმარტა, რომ კომუნიკაციაში შეცდომა იყო და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა რჩება რომის სტატუტის ხელმომწერად. France Press-ის ცნობით, სამხრეთ აფრიკის მმართველი პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე 24 აპრილს განიხილეს იურისდიქციიდან შესაძლო გასვლის საკითხი, თუმცა გადაწყვეტილება არ არის მიღებული. 25 აპრილს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა მმართველმა აფრიკის ნაციონალურმა კონგრესმა პარტიამ (ANC) გადაწყვიტა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) დატოვოს.  რამაფოსამ ამავე პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ მის ქვეყანას სურს, ICC-ის მიერ „უსამართლოდ მოპყრობის საკითხი სათანადოდ განიხილებოდეს“. ბევრი აფრიკელი ლიდერი ადრე აცხადებდა, რომ ICC მიკერძოებულია გარკვეული ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით, აფრიკასა და სხვა რეგიონებში. მედია წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ICC-დან გასვლას ცდილობს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 12 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს. France24 წერდა, რომ პრეტორია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი, ბლოკში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. მაგრამ მასპინძელი -  სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს. „სავარაუდოდ, სამიტს ყველა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ICC-ს ორდერის სახით", - აცხადებდა პრეზიდენტის სპიკერი, ვინსენტ მაგვენია. ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.  ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.

სამხრეთ აფრიკა პუტინის დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად, მოსკოვთან მოლაპარაკებას მართავს - მედია

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობას რუსეთთან მაღალ დონეზე აქვს მოლაპარაკება, რათა თავიდან ქვეყანაში პრეზიდენტ პუტინის ჩასვლით მოსალოდნელი შედეგი აიცილოს. ამის შესახებ ადგილობრივი წამყვანი გამოცემა Sunday Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა Sunday Times-ს განუცხადა, რომ ქვეყანაში პუტინის ჩასვლის შემთხვევაში, მისი დაპატიმრება მოუწევთ, ამიტომ, მოსკოვთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სამიტში მონაწილეობა ონლაინ, ვიდეოკონფერენციის ფორმატით მიიღოს. 25 აპრილს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა მმართველმა აფრიკის ნაციონალურმა კონგრესმა პარტიამ (ANC) გადაწყვიტა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) დატოვოს.  რამაფოსამ ამავე პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ მის ქვეყანას სურს, ICC-ის მიერ „უსამართლოდ მოპყრობის საკითხი სათანადოდ განიხილებოდეს“. ბევრი აფრიკელი ლიდერი ადრე აცხადებდა, რომ ICC მიკერძოებულია გარკვეული ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით, აფრიკასა და სხვა რეგიონებში. მედია წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ICC-დან გასვლას ცდილობს. 26 აპრილს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უარყო, რომ ჰააგის სასამართლოს ტოვებს. უფრო ადრე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 12 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს. France24 წერდა, რომ პრეტორია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი, ბლოკში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. მაგრამ მასპინძელი -  სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს. მარტის ბოლოს, კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ სამიტში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხი გადაწყვეტილი არ არის. „სავარაუდოდ, სამიტს ყველა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ICC-ს ორდერის სახით", - აცხადებდა პრეზიდენტის სპიკერი, ვინსენტ მაგვენია. ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.  ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.  

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის შეიარაღებულ დაცვას ვარშავიდან რუსეთში გაფრენის უფლება არ მისცეს

სამხრეთ აფრიკის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელშიც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას უსაფრთხოების პერსონალი და პრესის წარმომადგენელთა ჯგუფი იმყოფებოდნენ, ვარშავიდან სანქტ-პეტერბურგში ვერ გაფრინდა. ამის შესახებ BBC წერს. „დელეგაციის წევრები ფლობდნენ იარაღს, რომლის იმპორტზეც ნებართვა არ გააჩნდათ“, - წერს პოლონეთის სასაზღვრო სააგენტო Twitter-ზე. აფრიკის ლიდერების სამშვიდობო მისიით ვიზიტის დროს, კიევი თავდასხმის ქვეშაა - BBC რა სახის იარაღი იგულისხმა პოლონურმა მხარემ, განმარტებული არ არის. სამხრეთ აფრიკული პორტალი, News24-ი წერს, რომ ლაინერი ვარშავაში 15 ივნისს ჩაფრინდა და აეროპორტში ერთ დღეზე მეტხანს იყო დაბლოკილი. ამის შემდეგ კი, პრეტორიაში დაბრუნება მოუხდა. ბორტზე მყოფი ჟურნალისტები კი, ამბობენ, რომ მათ სასტუმროში მისვლა თვითმფრინავის დაკავებიდან მხოლოდ რამდენიმე საათში შეძლეს. სირილ რამაფოსა ვარშავაში ცალკე თვითმფრინავით ჩაფრინდა. რამაფოსას მცველებს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ჩასვლამდე, კიევსა და პეტერბურგში მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებოდათ. 16 ივნისს, სირილ რამაფოსა, აფრიკის ქვეყნების სამშვიდობო მისიის ფარგლებში, კიევს სარაკეტო თავდასხმის ფონზე ეწვია.  აფრიკელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამორიცხავს, ვიდრე კრემლი მთლიანად არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან. ჯარების გაყვანამდე მოლაპარაკებების დაწყება, ზელენსკის თქმით, ნიშნავს ომის არა დასრულებას, არამედ, მხოლოდ გაყინვას. 17 ივნისს, სირილ რამაფოსა სანქტ-პეტერბურგში, აფრიკის ქვეყნების - ზამბიის, კომორის, კონგოს რესპუბლიკის, ეგვიპტის, სენეგალისა და უგანდის ლიდერებთან ერთად, სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინს ხვდება. აფრიკის სამშვიდობო მისია შეეცდება, დაასრულოს ომი უკრაინაში - სიერა ლეონეს პრეზიდენტი

აფრიკის ქვეყნების წარუმატებელი „სამშვიდობო მისია“ უკრაინასა და რუსეთში

Reuters-ის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აფრიკელი ლიდერების „სამშვიდობო ინიციატივის“ ძირითადი ელემენტები უარყო. აფრიკის შვიდი ქვეყნის ლიდერებმა პუტინს განუცხადეს, რომ ომი მთელ მსოფლიოს აზიანებს. დელეგაცია პუტინს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებიდან ერთი დღის შემდეგ შეხვდა. პუტინმა გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები იყვნენ პასუხისმგებელნი კონფლიქტზე ბევრად ადრე, ვიდრე რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრებოდა. პუტინის მტკიცებით, დასავლეთი იყო პასუხისმგებელი გასული წლის დასაწყისში სურსათის მსოფლიო ფასების მკვეთრ ზრდაზე, რამაც განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა აფრიკას. მან განუცხადა დელეგაციას, რომ „უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი შავი ზღვის პორტებიდან, არაფერს აკეთებს აფრიკის სირთულეების შესამსუბუქებლად, რადგან ისინი ძირითადად მდიდარ ქვეყნებში გადის“. პუტინი „ახალი რეალობების“ დაშვებას ითხოვს, რაც ნიშნავს რუსეთის მიერ ანექსირებული 5 რეგიონის აღიარებას,  რომელთაგან ოთხს მხოლოდ ნაწილობრივ აკონტროლებს - თუმცა ეს წითელი ხაზია კიევისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, სატელევიზიო გამოსვლების დროს განაცხადა, რომ მოსკოვი იზიარებს აფრიკული გეგმის „მთავარ მიდგომებს", მაგრამ კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განმარტებით, ეს „რთულად განსახორციელებელია“. პესკოვმა დაამატა, რომ პუტინი დაინტერესდა გეგმით, რომლის 10 პუნქტი სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ თავის პრეზენტაციაში ჩამოაყალიბა და რომ რუსეთი გააგრძელებდა დიალოგს აფრიკის ქვეყნებთან. რუსეთმა ახლახან განაცხადა, რომ გაეროს და თურქეთის შუამავლობით, გასულ ივლისში მიღწეულ ინიციატივას არ განაახლებს. თავის მხრივ, ლავროვმა აღნიშა, რომ აფრიკელ ლიდერებს ზელენკის გზავნილი არ გადაუციათ.  აფრიკული დელეგაციის სამშვიდობო ინიციატივა კიევში უფრო ადრე, წინა დღით უარყვეს. აფრიკელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამორიცხავს, ვიდრე კრემლი მთლიანად არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან. ჯარების გაყვანამდე მოლაპარაკებების დაწყება, ზელენსკის თქმით, ნიშნავს ომის არა დასრულებას, არამედ, მხოლოდ გაყინვას. შაბათს თავის ღამის ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის. ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც დაეხმარა უკრაინას „კახოვკის ჰესზე რუსული ტერაქტის შედეგების“ დაძლევაში. ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა ლუქსემბურგის მიმართ, რომელმაც ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ლუქსემბურგი რიგით 26-ე ქვეყანაა, რომელმაც ეს ოფიციალურად გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა პოლონეთს NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერისთვის. შეგახსენებთ, 16 ივნისს, აფრიკის ქვეყნების „სამშვიდობო მისია“ კიევს სარაკეტო თავდასხმის ფონზე ეწვია.  17 ივნისს, სანქტ-პეტერბურგში, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი, კირილ რამაფოსა, ზამბიის, კომორის, კონგოს რესპუბლიკის, ეგვიპტის, სენეგალისა და უგანდის ლიდერებთან ერთად, „სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში“, ვლადიმერ პუტინს შეხვდა. აფრიკის სამშვიდობო მისია შეეცდება, დაასრულოს ომი უკრაინაში - სიერა ლეონეს პრეზიდენტი ცნობისთვის, კიევი არც ჩინეთის და არც ინდონეზეიის სამშვიდობო წინადადებებს ეთანხმება. ინდონეზიამ უკრაინასთან დაკავშირებით თავისი სამშვიდობო გეგმა წარადგინა. როგორც ინდონეზიის თავდაცვის მინისტრმა, პრაბოვო სუბიანტომ განაცხადა, სამშვიდობო გეგმა ითვალისწინებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, სამშვიდობო ძალების კონტროლქვეშ დემილიტარიზებული ზონის შექმნას და გაეროს ეგიდით ახალი რეფერენდუმების გამართვაs „სადავო ტერიტორიებზე“. რუსული არმია სჩადის ომის დანაშაულებს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორია უნდა დატოვოს, უკრაინამ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს, ალტერნატიული სცენარი არ შეიძლება არსებობდეს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ინდონეზიის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმას. „გრძელვადიანი მშვიდობა უკრაინაში ნიშნავს უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებას რუსული ოკუპაციისგან. სწორედ ამას ისახავს მიზნად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულა“, - მიიჩნევს კიევი. რამდენიმე თვის წინ ჩინეთმაც გამოაქვეყნა დოკუმენტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის „პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ, რომელმაც დასავლეთის კრიტიკად დაიმსახურა იმის გამო, რომ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინიდან ჯარების გაყვანაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე. ზელენსკიმ წარადგინა კიევის სამშვიდობო ფორმულა, რომელსაც დასავლეთიც მხარს უჭერს.

სამხრეთ აფრიკის ლიდერებმა BRICS-ის სამიტზე პუტინის ნაცვლად ლავროვის ჩასვლა მოითხოვეს

რუსეთმა უარყო სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის კირილ რამაფოსას მოთხოვნა, რომ ლავროვი BRICS-ის სამიტს პუტინის ნაცვლად დაესწროს. „ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რომის სტატუტის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ არ შეგვიძლია, ვინმეს მოწვევა და შემდეგ დაპატიმრება. მოხარული ვიქნებით, თუ პუტინი არ ჩამოვა, - განაცხადა სამხრეთ აფრიკის ვიცე-პრეზიდენტმა, პოლ მაშატილემ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უარყო, რომ ჰააგის სასამართლოს ტოვებს  

ICC-ის პროკურორი იმედოვნებს, რომ სამხრეთ აფრიკა BRICS-ის სამიტზე ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკა უნდა მოიქცეს სამართლიანად და დაიცვას საერთაშორისო კანონმდებლობა, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იოჰანესბურგში BRICS ბლოკის სამიტს დაესწრება. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრის ნალედი პანდორის თქმით, სამხრეთ აფრიკას ჯერ არ მიუღია რაიმე დადასტურება იმის შესახებ, დაესწრება თუ არა პუტინი სამიტს. სამხრეთ აფრიკის ლიდერებმა BRICS-ის სამიტზე პუტინის ნაცვლად ლავროვის ჩასვლა მოითხოვეს „არ მგონია, რომ მათ ჩემგან გაკვეთილის სწავლა სჭირდებოდეთ. კარგად იციან, რას ნიშნავს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ისინი ნებაყოფლობით არიან ICC-ის მონაწილეები, მათ იციან, რა არის კანონი და ვფიქრობ, რომ სწორად მოიქცევიან. ჩვენ შევაფასებთ, რეალურად რა ხდება BRICS-ის სამიტზე და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ.“ „როცა სამხრეთ აფრიკას ვუყურებ, ნელსონ მანდელას სიდიადე მახსენდება. და ვფიქრობ, რომ ყველა სამხრეთ აფრიკელი სწორედ მას გაიხსენებს და არა მე, იფიქრებენ, თუ რას იზამდა ასეთ სიტუაციაში დიდი ნელსონ მანდელა“, - აღნიშნა კარიმ ხანმა CNN-თან ინტერვიუში. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ჯერ კიდევ 12 აპრილს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერი დაბრკოლებაა BRICS-ის სამიტის წინ, რომელიც აგვისტოში უნდა გაიმართოს. France24 წერდა, რომ პრეტორია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, დიპლომატიური დილემის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მარტში პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გასცა. BRICS-ის სამიტზე პუტინის მონაწილეობაც არის დაგეგმილი, ბლოკში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა. მაგრამ მასპინძელი -  სამხრეთი აფრიკა ამავე დროს არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრიც და მისგან მოელიან, რომ ის პუტინს დააპატიმრებს, თუკი რუსეთის პრეზიდენტი მის ტერიტორიაზე დადგამს ფეხს. „სავარაუდოდ, სამიტს ყველა სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სამუშაო ამ ICC-ს ორდერის სახით", - აცხადებდა პრეზიდენტის სპიკერი, ვინსენტ მაგვენია. ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეგახსენებთ, 17 მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.  ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში.  

სამხრეთ აფრიკა ICC-ს სთხოვს, პუტინის დაკავების ვალდებულებისგან გაათავისუფლოს

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, კირილ რამაფოსამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სთხოვა, რომ პუტინის დაკავების ვალდებულებისგან გაათავისუფლოს, რადგან ამის გაკეთება „ომის გამოცხადებას ნიშნავს.“ რამაფოსას თქით, მან დაიწყო სამართალწარმოება ICC-სთან 97-ე მუხლის მიხედვით, რომელშიც სახელმწიფოებს შეუძლიათ თქვან, რომ არ უნდა გასცენ დაპატიმრების ბრძანება იმ პრობლემების გამო, რაც მათ ამის გაკეთებაში ხელს შეუშლის. რამაფოსამ განმარტა, რომ ამ პროცესების შესახებ დეტალებს ვერ გაამჟღავნებს. „სამხრეთ აფრიკას აქვს აშკარა პრობლემები პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრებისა და გადაცემის მოთხოვნის შესრულებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია მის განცხადებაში. „რუსეთმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მისი მოქმედი პრეზიდენტის დაკავება ომის გამოცხადება იქნებოდა”, - განმარტა რამაფოსამ. მარტში პუტინის მოკავშირე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ პუტინის დაპატიმრების ნებისმიერი მცდელობა ომის გამოცხადებას ნიშნავს. კრემლს ჯერ საჯაროდ არ უთქვამს, აპირებს თუ არა რუსეთის პრეზიდენტი სამიტზე წასვლას. რამაფოსამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში სამხრეთ აფრიკა ოფიციალურად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, მან კონფლიქტთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციებისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. დასავლეთის ქვეყნები მას მოსკოვის ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირედ მიიჩნევენ. ICC-ის პროკურორი იმედოვნებს, რომ სამხრეთ აფრიკა BRICS-ის სამიტზე ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებს  

მეთიუ მილერი: პუტინი საკუთარი ქვეყნის საზღვრებს დაპატიმრების შიშით ვერ ტოვებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, აღარ დაესწროს აგვისტოში, იოჰანესბურგში დაგეგმილ BRICS-ის სამიტს, რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ავტორიტეტის გაუარესებაზე მოწმობს. მილერის თქმით, კრემლის ლიდერი საერთაშორისო საზოგადოებიდან გარიყულ პირად იქცა. „არ არსებობს საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ რუსეთის ავტორიტეტი მსოფლიოში მნიშვნელოვნად შერყეულია, ვიდრე ის, რომ პრეზიდენტ პუტინს საკუთარი ქვეყნის საზღვრების გადალახვა არ შეუძლია. ის საერთაშორისო საზოგადოებიდან გარიყული პირია და მას დაკავების ეშინია", – აღნიშნა მილერმა. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა

ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს როლანდ ბერიძეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. იუწყება საქართველოს მთვრობის პრესსამსახური. როლანდ ბერიძე სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში.  

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ICC-ს პუტინის დაკავების ორდერი ოფიციალურად მოსთხოვა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაკავების ორდერი ოფიციალურად მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. პუტინი BRICS-ის სამიტზე არ ჩავა იმ ფონზე, რომ ICC სამხრეთ აფრიკისგან მის დაკავებას ელოდა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ოთხშაბათს, 19 ივლისს განაცხადა, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სამხრეთ აფრიკაში, BRICS-ის სამიტს არ დაესწრება. კირილ რამაფოსას თქმით, რუსეთს მისი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. მანამდე, ICC ითხოვდა, რომ სამხრეთ აფრიკა პუტინის დაკავების ვალდებულებისგან გაეთავისუფლებინა. ICC-ის პროკურორი იმედოვნებს, რომ სამხრეთ აფრიკა BRICS-ის სამიტზე ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი მიმდინარე წლის 17 მარტს გასცა. შედეგად რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყანა ვალდებულია, რომ მათ ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი დააკავონ. Brics-ის სამიტი სამხრეთ აფრიკაში 22-24 აგვისტოს გაიმართება

ისრაელი სამხრეთ აფრიკას აბსურდულ ბრალდებებსა და ცილისწამებაში ადანაშაულებს

ისრაელი აბსურდსა და  ცილისწამებას უწოდებს საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკის მიერ შეტანილ სარჩელს, რომლითაც ის ისრაელს ღაზის სექტორში გენოციდში ადანაშაულებს. შესაბამისი განცხადება მთავრობის სპიკერმა გააკეთა. ფაქტს გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუც. სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზის სექტორში გენოციდში ადანაშაულებს. ICJ-სადმი მიმართვის შემდეგ, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა ვალდებული იყო, „აღეკვეთა გენოციდი.“  30 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ღაზის სექტორში ჩადენილი ქმედებების გამო,“ სამხრეთ აფრიკა ისრაელს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივის. 84-გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ისრაელის ქმედებები და უმოქმედობები“ არის „გენოციდური ხასიათის, რადგან ისინი მიმართულია პალესტინის ეროვნული, რასობრივი და ეთნიკური ჯგუფის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებისკენ.“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ აფრიკა „სერიოზულად არის შეშფოთებული მშვიდობიანი მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის გამო, რომლებიც ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ ძალის განურჩეველი გამოყენებისა და მოსახლეობის იძულებით გადაადგილების გამო.“სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პალესტინის ტერიტორიიდან „მუდმივად შემოდის ცნობები საერთაშორისო დანაშაულებზე, როგორებიცაა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და სამხედრო დანაშაულები, ისევე როგორც ცნობები ქმედებებზე, რომლებიც გენოციდის ზღვარს აღწევს.“   სამხრეთ აფრიკის მთავრობის ადვოკატები საქმის განხილვისთვის 11 და 12 იანვარს ემზადებიან. ICJ, რომელიც ჰააგაში, ნიდერლანდებში მდებარეობს, გაეროს უმაღლესი სასამართლოა. ის აგვარებს დავებს სახელმწიფოებს შორის და იძლევა საკონსულტაციო მოსაზრებებს საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებზე. მას არ აქვს დევნის დაწყების უფლება. თუმცა მის მოსაზრებებს დიდი მნიშვნელობა აქვს გაეროს და სხვა საერთაშორისო იურიდიული ორგანოებისთვის. ცნობისთვის, აშშ ისრაელის ქმედებებში გენოციდის ნიშნებს ვერ ხედავს.   „ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ქმედებებს, რომლებიც წარმოადგენენ გენოციდს,” - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა რეგულარულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი ზომები ასეთია: ისრაელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს გენოციდად; ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სამხედროები არ ჩაიდენენ გენოციდურ ქმედებებს; ისრაელმა უნდა აღკვეთოს და დასაჯოს ნებისმიერი საჯარო კომენტარის გამო, რომელიც შეიძლება, ჩაითვალოს ღაზის სექტორში გენოციდის წაქეზებად; ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ისრაელმა უნდა აღკვეთოს ნებისმიერი მტკიცებულების განადგურება, რომელიც შეიძლება, გამოყენებული იყოს გენოციდის საქმეში; ისრაელმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ანგარიში ამ ბრძანების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში; სასამართლომ ასევე გამოხატა დიდი შეშფოთება “ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების ბედთან დაკავშირებით და მოითხოვა მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. აღსანიშნავია, რომ 26 იანვარს გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, გაეროს უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეებმა არ დაავალეს ისრაელს ღაზის სექტორში სამხედრო კამპანიის დაუყოვნებლივ შეწყვიტა, როგორც ამას სამხრეთ აფრიკა ითხოვდა. თუმცა სასამართლომ სამხრეთ აფრიკის მოთხოვნის უმეტეს ნაწილს დაუჭირა მხარი. ეს არ არის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება გენოციდის შესახებ და ამას, შესაძლოა, 3-4 წელიც კი დასჭირდეს. გამოხმაურება ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი ICJ-ის გადაწყვეტილებას სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა და დაწერა: „Hague Shmague.“ სამხრეთ აფრიკის მთავრობა მიესალმა დროებით ზომებს, რომლებიც ICJ-მ გამოსცა ისრაელის წინააღმდეგ. ჰამასის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა კი, Reuters-ს განუცხადა, რომ ICJ-ის “გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხელს უწყობს ისრაელის იზოლაციას და ღაზის სექტორში მისი დანაშაულების გამოვლენას.“ ცნობისთვის, სამხრეთ აფრიკა აცხადებს, რომ ისრაელი ღაზის სექტორში გენოციდს ჩადის. ჰააგის სასამართლომ ისრაელის წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკის სარჩელის მოსმენა 11 იანვარს დაიწყო. ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, რონალდ ლამოლამ განაცხადა, რომ ისრაელმა გადალახა ზღვარი და დაარღვია გენოციდის კონვენცია. ისრაელმა გენოციდის შესახებ ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკა მოქმედებს, როგორც ტერორისტული ჯგუფ „ჰამასის“ ემისარი, რომელიც ცდილობს, ებრაული სახელმწიფოს ლიკვიდაციას.  

სამხრეთ აფრიკამ ისრაელის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა

სამხრეთ აფრიკას სურს, ისრაელის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სწრაფი წესით სარჩელის შეტანით მიაღწიოს, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეუშვას. ისრაელი აცხადებს, რომ რეგიონს ახლა მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება, ვიდრე ომამდე. კერძოდ, ბოლო ორ კვირაში რეგიონში დღეში საშუალოდ სურსათით დატვირთული 102 სატრანსპორტო საშუალება შედიოდა, რაც 50 პროცენტით მეტია, ვიდრე ომამდე. ეს არ არის სამხრეთ აფრიკის პირველი სარჩელი, რომელიც ამ ქვეყანამ ჰააგის - გაეროს სასამართლოში შეიტანა. სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილებით, ისრაელს დაევალა მიიღოს ზომები, რათა თავიდან იყოს აცილებული გენოციდი. გაეროს მონაცემებით, რეგიონს ემუქრება შიმშილობა, თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება არ გაფართოვდა. 6 მარტს ჩიხში შევიდა ისრაელსა და ჰამასს შორის (აშშ-ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული) მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტასა და მძევალთა გაცვლის შესახებ, რასაც უნდა მოჰყოლოდა ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდა. 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად სამხრეთ ისრაელში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 240-მდე მძევლად აიყვანეს, მათი ნაწილი კვლავ ტყვეობაშია.  

სამხრეთ აფრიკაში მომლოცველებით სავსე ავტობუსი ხიდიდან გადავარდა

სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთ პროვინციაში, ლიმპოპოში ავტოსაგზაო შემთხვევას 45 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. სამხრეთ აფრიკის ტრანსპორტის დეპარტამენტის ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობუსი ხიდიდან ხევში გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი 8 წლის ბავშვია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მგზავრები მომლოცველები იყვნენ, რომლებიც ბოტსვანის დედაქალაქ გაბორონედან ქალაქ მორიაში, წმინდა ენგენას ეკლესიაში სააღდგომო წირვაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.